
რობუსტა vs არაბიკა
მსოფლიოში ყავის ხის 70-ზე მეტი ჯიში არსებობს და მათი კლასიფიცირება საკმაოდ რთულია, რომ არაფერი ვთქვათ მათ ნაყოფზე. ყავის ხე შეიძლება გაიზარდოს 10 მეტრ სიმაღლემდე და ასევე დარჩეს ჯუჯაც. ყვლაზე გავრცელებული ორი სახეობაა:
Arabica (არაბიკა) და Coffea Canephora (რობუსტა).
აუცილებელია გავმიჯნოთ ტერმინები ყავის ჯიში და ყავის სახეობა. არასწორია ლიბერიკას, რობუსტას, არაბიკას ან ესცელუსს ვუწოდოთ ყავის ჯიში, რადგან ეს სახელები ეკუთვნის ხის ჯიშს რომლებსაც გააჩნიათ თავ-თავიანთი სახეობები.
რობუსტა არის ყავა, რომელიც არაბიკასთან შედარებით ნაკლებად პოპულარულია.
არაბიკა არის ყავა, რომლის პოპულარობა ძალიან მაღალია თავისი გემოსა და არომატების გამო. იგი რობუსტასგან განსხვავებით შედარებით რბილია და არომატული. რობუსტა კი მძაფრი, უხეში და მწარეა. რობუსტას გააჩნია სპეციფიური სუნი, მისი ხსნარი გამჭირვალეა როდესაც არაბიკა პირიქით, ზეთოვანია და ბლანტი.
არაბიკა ყავას აძლევს მცირედ მჟავიანობას ხოლო რობუსტა სიმწარეს,
რობუსტას გარეშე ძალიან რთულია მიიღო ძლიერი ყავის ნარევი, ეს იმის გამო რომ მასში 1-2.5% კოფეინია, როდესაც არაბიკში ის 0.8%-ს არ აღემატება.
რობუსტასგან დამზადებული ყავა საკმაოდ ძლიერია და გემოთი და არომატებით არ გამოირჩევა, ხოლო მას თუ შევურევთ არაბიკას მაშინ პროცენტობის მიხედვით სიმწარე კლებულობს და მატულობს მჟავიანობა; რაც საბოოლოო ჯამში რობუსტას ბაზაზე დამზადებულ ყავას სძენს პიკანტურობას.
აუცილებელია ვიცოდეთ, რომ ხსნადი ყავა სწორედ რობუსტასგან ან მის ბაზაზე მზადდება.
რობუსტა დამუშავებისას საგრძნობლად რბილდება. ძალიან ბევრ ადამიანს მოსწონს სწორედაც ასეთი ძლიერი ყავის სახეობები. რის სიყვარულსაც განსაზღვრავს არა გემო, არამედ კოფეინის შემცველობა.
მიუხედავად ყველაფრისა, რობუსტა არ არის ყავის ჯიში, ის არის ყავის ხის ერთ ერთი ნაირსახეობა, ხოლო სახელი მას ერგო ხის სახელიდან.
რობუსტას ხე როგორც წესი, არ არის მაღალი, ის უფრო ბუჩქს წააგავს, თუმცა ველურ პირობებში 10 მეტრამდეც იზრდება.
რობუსტას ბუჩქი საკმაოდ ლამაზია განსაკუთრებით ყვავილობისას, რადგან მისი ყვავილი ვარდისფერია ხოლო ფოთლები დიდი. ნაყოფი შეიძლება იყოს როგორც ყავისფერი ასევე მწვანე, ზოგჯერ რუხიც.
ნაყოფი საშუალოდ მრგვალი ფორმისაა და 0.8-1.5 სმ სიგრძის, ნაჭუჭი საკმაოდ მკვრივია, ხოლო თესლი გარშემორტყმულია რუხი-მომწვანო სქელი პერგამენტისეული გარსით.
რობუსტის მოყვანის განსაკუთრებულობები.

რობუსტას სამშობლო აფრიკაა – კონგო. თუმცა დღეისათვის იგი მოჰყავთ თითქმის ყველა ტროპიკულ ქვეყანაში. მას სჭირდება სითბო და სინესტე. დღეისათვის ყველაზე მსხვილი რობუსტას მწარმოებელი გახლავთ ვიეტნამი, რადგან იქ ყველაზე ხელსაყრელი ბუნებრივი პირობებია.
რობუსტა არაბიკასაგან განსხვავებით იზრდება დაბლობში, არა უმეტეს 500 მეტრისა ზღვის დონიდან.
რობუსტა იზრდება იქ, სადაც არაბიკა როგორც წესი ვერ ხარობს. ტემპერატურის ცვალებადობას მასზე პრინციპში მნიშვნელობა არ აქვს, რაც შედეგად ზეგავლენას არც მოსავლიანობაზე ახდენს.
რობუსტა საკმაოდ მდგრადია გავრცელებული დავაადებებისა და მავნებლების წინააღმდეგ. ამავე დროს ადვილად მრავლდება და მისი მოვლა დიდ სირთულეს არ წარმოადგენს.
ყველა ამ თვისების გათვალისწინებით, რობუსტას მოვლა პატრონობა გაცილებით რენტაბელურია ვიდრე არაბიკას.
უამრავი უგემრიელესი ყავა თითქმის აუცილებლად შეიცავს რობუსტას გარკვეულ რაოდენობას, სწორედ რობუსტა აძლევს ყავას სიძლიერეს და საჭირო კოფეინის რაოდენობას.