Warning: preg_match(): Compilation failed: nothing to repeat at offset 1 in /home/vicevers/public_html/wp-includes/class-wp.php on line 234

Warning: preg_match(): Compilation failed: nothing to repeat at offset 1 in /home/vicevers/public_html/wp-includes/class-wp.php on line 235

ყველაზე ძვირადღირებული ყავის მარცვლები – Viceversa
 
Blog

ყველაზე ძვირადღირებული ყავის მარცვლები

ის რომ ყავა გემრიელი და ენერგიის მომცემი სასმელია იცის თითქმის ყველამ დედამიწაზე, მაგრამ ის რომ 1კგ ყავის მარცვალი შესაძლოა 1000 აშშ დოლარიც კი ღირდეს, ნაკლებად ცნობილი ფაქტია.

დღეისათვის მსოფლიოში 70-მდე ყავის სხვადასხვა ჯიშის ხე არსებობს, საიდანაც არაბიკასა და რობუსტას ჯიშებს მსოფლიო ბაზრის 98% უკავია.

ყავის სახეობა კი უამრავია, რომლებიც არამარტო გემოთი განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, არამედ ფასითაც, თანაც ძლიერ:

ზოგიერთი ყველაზე ძვირფასი ყავის სახეობებია:

– ბლეკ აივორი

– კოპი ლუვაკ

– ბლუ მაუნთაინ

– გასიანდა ლა ესმირალდა

– ყავა წმ. ელენეს სახელობის კუნძულიდან

– ელ ინჟერტო

– ფაზენდა სანტა ინეს

– ლოს პლეინს

– კონა კოფი

– ცისფერი ბურბონი

ბლეკ აივორი

ბლეკ აივორის უკავია პირველი ადგილი სიძვირეში, რადგან ერთ კილოში მომხმარებელი იხდის 1000 დოლარზე მეტს, ხოლო ჭიქის ფასი კი 50-100 დოლარს აჭარბებს.

ეს ყავის სახეობა მზადდება მხოლოდ ტაილანდში და მდგომარეობს შემდგომში: ჩვეულებრივ არაბიკას აჭმევენ სპილოებს და შედეგად ყავა არის ძლიერ გაწონასწორებული, რბილი და აღარ აქვს სიმწარე, რადგან სპილოს კუჭის მაჟავა ჭამს ყავის მარცვლის ცილას, რომელიც თავისთავად განსაზღვრავს ყავის სიმწარეს.

სპილოს ორგანიზმი ყავის გადამუშავებას ანდომებს 15-30 საათს, რის დროსაც ყავა იძენს ყველა იმ ხილისა და ციტრუსის გემოსა და არომატებს რითაც იკვებება სპილო. ასეთი ყაავის მომზადებისას შეიძლება შეიგრძნოთ ბანანისა და შაქრის ლერწმის გემოებიც.

კილოგრამი ასეთი ყავის მარცვლის მისაღებად საჭიროა 33 კილო ახალი ყავის მარცვალი, რომელიც ერევა ყველა იმ ციტრუსსა თუ საკვებში რომელსაც აძლევენ სპილოს.

დღეისათვის ბლეკ აივორი შეიძლება გასინჯოთ მხოლოდ რამოდენიმე ადგილას – მალდივებზე, ტაილანდისა და ლაოსის საზღვარზე და აბუ დაბიში.

``გემოვნების არ ქონა ყვირის, გემოვნება კი ჩურჩულებს.``

კოპი ლუვაკ

კოპი ლუვაკი ყავის ნაირსახეობაა, რომელიც თითქმის იგივენაირად მზადდება როგორც ბლეკ აივორი, ინდონეზიაში, სამხრეთ ინდოეთში და ფილიპინებზე, ოღონდ სპილოს მაგივრად გამოიყენება პატარა ზომის ცხოველი სახელად მუსანგი (ლუვაკი).

ამ პატარა ცხოველების კუჭში არის სპეციალური ნივთიერება ციბეტინი, რომელიც ყავის მარცვალს აძლევს განსაკუთრებულ გემოს.

ყავის გურმანები ამტკიცებენ რომ ამ ყავის გემო განუმეორებელია და ანალოგი არ გააჩნია – ამ შოკოლადის გემოს და ჯუნგლების არომატს ვერცეთი ჯიში და სახეობა ვერ იმეორებს. ამ სახეობის ყავა წელიწადში მხოლოდ 500კგ მზადდება და 1 გრამი თითქმის 1.5 დოლარი ღირს.

ბლუ მაუნთაინ

ბლუ მაუნთაინი არაბიკის ნაირსახეობაა და მოდის მხოლოდ იამაიკაზე. ყავის მარცვალს აქვს მომწვანო ლურჯი ფერი – მისი ფერი და განუმეორებელი მომჟავო გემო გამომდინარეობს კლიმატიდან და ნიადაგის მინერალიზაციიდან. მისი მარცვლები ყოველთვის არასტანდარტულია და სხვადასხვა ფორმის, შეიძლება ერთი და იგივე მოსავლისას მარცვალი იყოს როგორც მრგვალი ასევე წაგრძელებული.
ეს ყავა მაღალ ტემპერატურაზე მოხალვის დროსაც კი არ კარგავს სიმჟავეს და თხილის გემოს.
აღნიშნული სახეობა გახლავთ ელიტური და საკმაოდ ძვირია, მხოლოდ რამოდენიმე კომპანიას აქვს უფლება დაამზადოს იგი. ერთი კილო თითქმის 400 დოლარი ღირს და ამიტომაც მის ბაზაზე დამზადებული ბლენდები საკმაოდ ძვირია სხვა არაბიკასთან შედარებით.

გასინდა ლა ესმირალდა

გასინდა ლა ესმირალდას მყარად უკავია 4 ადგილი და ფასობს გურმანთა შორის მისი არაორდინალური გემოსა და არომატის გამო. ეს ჯიში იზრდება პანამაში და მხოლოდ ბურუს ვულკანური წარმოშობის მთაზე, გუავის ხის ჩრდილებში. 1 კგ-ს ფასი დაახლოებით 300 დოლარია.

ყავა წმ. ელენეს კუნძულიდან

ყავა წმინდა ელენეს კუნძულიდან საკმაოდ იშვიათი ჯიშის ყავაა და ფასობს მისი არომატითა და გემოთი, იგი იზრდება პლანეტის ყველაზე სუფტა სექტორში, 3000 მეტრის სიმაღლეზე, ასევე ვულკანურ ნიადაგზე. მისი ღირებულება 1კგ-ზე გახლავთ 200 აშშ დოლარი.

ელ ინჟერტო

ელ ინჟერტო ძვირადღირებული და ძვირფასი ყავაა რომელსაც პოპულარობა არ აკლია, იგი იზრდება გვატემალაში. მისი ფასი გამომდინარეობს იქედან რომ იზრდება მიუვალ ადგილებში სადაც კლიმატიც საკმაოდ მძიმეა და არის ყველაზე სუფთა წვიმები თავისი ქიმიური შემადგენლობით. 1 კგ ასეთი ყავის ფასი დაახლოებით 100-150 დოლარია.

ფაზენდა სანტა ინეს

ფაზენდა სანტა ინეს ყველაზე კარგი ბრაზილიური ყავაა, მისი ფასი დაახლოებით 100 დოლარია. ამ ყავის ფასი გამომდინარეობს მსი მომზადების უმაღლესი ხარისხიდან რადგან მზადდება ხელით, გააჩნია ციტრუსების არომატი, შოლკოლადის ნოტები და ფაქიზი სტრუქტურა – იგი იდეალურია კაპუჩინოსათვის.

ლოს პლეინს

ლოს პლეინს ერთ-ერთი ყველაზე ხარისხიანი ყავაა, რომელიც მოყავთ სალვადორში. გემოსა და ხარისხის გამო მიღებული აქვს უამრავი საერთაშორისო ჯილდო. გამოირჩევა ტკბილი ყვავილოვანი არომატითა და კაკაოს გემოთი. მისი ფასი დაახლოებით 60 დოლარია.

ლოს პლეინს

ლოს პლეინს ერთ ერთი ყველაზე ხარისხიანი ყავაა რომელიც მოყავთ სელვადორში , გემოსა და ხარისხის გამო მიღებული აქვს უამრავი საერტაშორისო ჯილდო. გამოირჩევა ტკბილი ყვავილოვანი არომატიტა და კაკაოს გემოთი. მისი ფასი დაახლოებით 60 დოლარია.

კონა კოფი
ჰავაური ყავა რომელიც ვულკანურ ფერდობებზე იზრდება, 1კგ ფასი დაახლოებით 70 დოლარია

ბლუ ბურბონ

იგი ძალიან პოპულარულია გურმანთა შორის მისი ფასი დაახლოებიტ 60 დოლარია, მას გააჩნია ძლიერი სიმჟავე და სანლებლების გემო.