
როგორ შევაფასოთ კაპუჩინო
საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით კაპუჩინოს მასა უნდა შეადგენდეს 150-180 მლ-ს, სწორედ ასეთი მოცულობაა საჭირო ყავისა და რძის საუკეთესო ბალანსისათვის.
იდეალურ კაპუჩინოს გააჩნია ნახატი პრიალა ქაფით და თუ მას შევხედავთ კუთხიდან დავინახავთ თუ როგორ ბრწყინავს ნახატის ქაფი. სწორად მომზადებულ კაპუჩინოს არ უნდა ჰქონდეს ქაფის ქუდი და არ უნდა იყოს ამობურცული.


რაც მთავარია, კარგი კაპუჩინოს ქაფი უნდა იყოს ელასტიური და მისი შემოწმება შეგვიძლია შემდეგნაირად: კაპუჩინოში 1.5-2 სმ სიღრმეზე ვძირავთ ჩაის კოვზს (ქაფი უნდა ფარავდეს კოვზის თავის ნახევარზე მეტს) და ორი მოძრაობით ვაბრუნებთ ქაფს ჭიქის კედლიდან შუისაკენ, თუ ქაფი დაბრუნდა ადგილზე, მაშინ ითვლება რომ ქაფი საკმარისად ელასტიურია.
ყურადღება მიაქციეთ ქაფის სისქეს. თუ ქაფის გადაწევისას სითხე გარკვეულად ჩანს ესეიგი რძე ამოყვანილია არასწორად.


ქაფის ბუშტები უნდა იყოს ძალიან პატარა, თითქმის შეუმჩნეველი. რასაც ვამოწმებთ შემდეგნაირად: ქაფის გადმოტრიალებისას ჭიქის კედლიდან ცენტრისკენ კოვზი გვიკავია ძირით ზემოთ და ვაკვირდებით, თუ მათი ზომა 0.5მმ-ზე დიდია მაშინ გამოდის რომ ქაფი გადაიწვა, გამოშრა (ამ დროს იკარგება ნაღების გემო და იკვეთება რძის გემოს ყველაზე ცუდი თვისებები)
კაპუჩინოს ტემპერატურა არ უნდა აღემატეოდეს 50-60 გრადუსს