fbpx
s

როგორ შევაფასოთ ესპრესო

ევროპის ბარისტების ასოციაციის SCAE სტანდარტით, ესპრესოს შეფასება 4 კრიტერიუმის მიხედვით ხდება:
1

ქაფის ფერი (cream)

ყავის სახეობის მიხედვით კრემის ფერი მერყეობს ღია-თხილის (ღია ოქროსფერი) ფერიდან მუქ ყავისფერამდე და მას გააჩნია ვეფხვისებრივი წერტილოვანი ნამატები, რასაც განაპირობებს რობუსტასა და არაბიკას პროცენტული შემადგენლობა და მოხალვის ტემპერატურული რეჟიმი.

ყავის ქაფის ფერი მით უფრო მუქია რაც მასში მეტია რობუსტა ან რაც უფრო მაღალ ტემპერატურაზეა მოხალული. ასევე გასათვალისწინებელია დამზადების პროცესში დაშვებული შეცდომები.

თუ ყავა ცუდად მოდუღდა ფერი იქნება შედარებით ღია (სურათი 1) ვიდრე უნდა იყოს ან პირიქით თუ დიდხანს კეთდებოდა მაშინ მუქი (2) კარგ ესპრესსოს უნდა ჰქონდეს ოქროსფერი ფერი (3).

ესპრესო
იდეალურად მოდუღებული ესპრესო უნდა იყოს ოქროსფერი

2 ქაფის ელასტიურობა

ვამოწმებთ ჭიქის დახრით ერთი კუთხიდან მეორესკენ და ვავლენთ ქაფში წარმოშობილ ენებსა და გაწყვეტებს. მათი არსებობა ნიშნავს იმას, რომ ქაფი არა ელასტიურია.

3 გემოთა ბალანსი

პროფესიონალი შემფასებლები გემოს ამოწმებენ შემდეგი თანმიმდევრობით:

– კოვზის ორი მოძრაობით ურევენ ქაფს სითხეს, რომ მივიღოთ ერთგვაროვანი მასა

– შეხრუპვით ისმევა ყავის ცოტაოდენი მასა და პირის ღრუში ართმანეთში ირევა გემოთა გამოსავლენად

ესპრესოს სწორი მომზადებისას გემო უნდა იყოს დაბალანსებული; გამოკვეთილი სიმწარისა თუ სიმჟავის გარეშე. გადახრები დასაშვებია ყავის ჯიშის მიხედვით.

4 სასმელის სიმკვრივე

ესპრესოს გამოირჩევა ექსტრადირებული ეთერული ზეთების ოდენობით სითხის ნაწილზე. ხშირად გვესმის რომ ყავა წყალ-წყალა იყო, ეს ხდება მაშინ როდესაც ბარისტა უშვებს შეცდომას ყავის მომზადებისას და ეთერული ზეთები ვერ ასწრებენ გამოწურვას.

თუ ერთიდაიმავე სახეობის ყავას სვამთ ადვილად მიხვდებით როდის იყო სითხე ბლანტი და როდის წყალ-წყალა.