ყავის სასმელების სახელწოდებების განმარტება
1 რისტრეტტო 15-20 მლ – იტალიურიდან ნიშნავს “სქელს, ძლიერს” რომელიც ისმევა 1-2 ყლუპით, კოფეინი ნაკლებია მაგრამ ძლიერია არომატები და გემო, მცდარი აზრია რომ რისტრეტოში ბევრი კოფეინია. ბარისტა რომ ფლობდეს გემოების დახარისხების ცოდნას წამების მიხედვით მას არ გაუჭირდება კარგი სასმისის დამზადება
2 დოპპიო 50-60 მლ ორმაგი ესპრესსო – დოპიო ნიშნავს ორმაგს და შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერ სასმელისათვის, ვთქვათ დოპპიო ლუნგო, დოპპიო კაპუჩინო და სხვა.
3 ლუნგო 40-60 მლ ესპრესსო – მზადდება ისევე როგორც ესპრესსო ოღონდ თითქმის ორმაგი წყლის რაოდენობით და 40-45 წამის განმავლობაში.
4 ამერიკანო – არ შეგეშალოთ ლუნგოში. იგი მიეწოდება სხვადასხვანაირად ქვეყნების ტრადიციის მიხედვით,
ა) მიაქვთ ცალკცალკე, 30მლ ესპრესსო და 70მლ წყალი , ასევე შეიძლება მიირთვან მცირე რძეც.
ბ) მიაქვთ ერთად, 30მლ ესპრესსო რომელიც ემატება 100 მლ ცხელ წყალს. გამოდის 130მლ
გ) მიაქვთ ერთად, დოპპიო ემატება 100 მლ ცხელ წყალი (long black).გამოდის 160მლ, გაცილებით სქელი და ძლიერი.
5 კაპუჩინო, 150-180 მლ, 30 მლ ესპრესსო და მასში ჩასხმული 100-120 მლ ათქვეფილი რძის 65-70 გრადუსიანი მასა,ზედაპირი უნდა იყოს პრიალა და ქაფი დრეკადი. რძის ფიგურები უნდა იყოს გამოკვეთილი და კონტრასტული, შესამჩნევი ბუშტების გარეშე.
ასხვავებენ კაპუჩინოს მომზადების სხვა მეთოდსაც – სტარ-ბაქსისეულს, რომლის დროსაც ქაფი ქუდივით ადევს ჭიქას, ასეთ კაპუჩინოში ყავის გემო თითქმის არ იგრძნობა, პრინციპში რასაც მომხმარებლების უმეტესობა სვამს საქართველოში და არა მარტო აქ, მას რეალურ კაპუჩინოსთან საერთო თითქმის არაფერი აქვს.
6 ლატტე, 200-250 მლ, მზადდება თითქმის იგივენაირად როგორც კაპუჩინო, ოღონდ მისგან განსხვავებით მასში იგრძნობა რძის რეალური გემო (ქართული კაპუჩინო ძლიერ გავს ლატეს), მაგრამ ამავე დროს ქაფი არ უნდა იყოს ბევრი, მაქსიმუმ 1სმ სისქის.
7 ლატტე მაკიატო -250მლ და მეტი ოდენობა. ამ სასმისში რძის ქაფი კი არ ისხმევა ყავაში, არამედ პირიქით. მასშიც რძის გემო უფრო იგრძნობა ვიდრე ლატტეში. ასევე ქაფის ჩასხმისას წარმოიშვება სამი ფერი: ყავის, ყავისა და რძის და ბოლოს ქაფის.
8 ესპრესსო მაკიატო – 30მლ ყავა და 30 მლ რძის ქაფი. განსაკუთრებული გემოს სასმელი, იგი შეიძლება ჩავთვალოთ როგორც პატარა კაპუჩინო, ოღონდ უფრო ძლიერი ყავის არომეტებით.
9 ფლეთ ვაით – 150-250მლ,”თეთრი ბრტყელი” გამოიგონეს ახალ ზელანდიაში 80-იან წლებში, გემოთი გავს ესპრესსო მაკიატოს რადგან მის ბაზად გამოიყენება დოპპიო და არა ესპრესსო. ხშირად კერამიკული ჭიქის ნაცვლად ხმარობენ შუშისას.
10 რაფ ყავა – 250 მლ შუშის ჭიქაში, პოპულარული გახდა რუსეთში, ირევა შაქრის სიროფი, ნაღები და ესპრესსო
11 აირიში, 150-250 მლ, შუშის ჭიქაში. მზადდება დოპიოთი, ირლანდიური ვისკით და 18%იანი ნაღებით, გემრიელია იმით რომ გრძნობთ ვისკის გემოს, ცივ ნაღების გემოს და ცხელ ყავას.
12 ფრაპპე, 150-250 მლ, შუშის ჭიქაში. მზადდება დოპპიოთი, ყინულით და შაქრის სიროფით, რომელიც შეერევა მიქსერში
13 ბერძნული ყავა, 150 მლ, შუშის ჭიქაში, განსაკუთრებით კარგია ზაფხულში. მზადდება შოკოლადის მასის დამატებით ესპრესსოსა და ყინულზე რომელიც ირევა შეიკერში.
14 აფფაგატო – მზადდება ნაყინის ბურთულების ჩაძირვით ესპრესსოს ან ლუნგოს სასმისში, ზოგჯერ გემოს გასამძაფრებლად უმატებენ სხვადასხვა სპირტიან სასმელებს
ერთია ის რომ მომხმარებლის უმეტესობა მოკლებულია კარგი ყავის სასმელის დაგემოვნებას, მაგრამ მეორე საკითხია პროფესიონალური მომსახურება იქ, სადაც ყავას სთავაზობენ.
ჩემი დაკვირვებით, მომსახურე პერსონალმა თითქმის არსად იცის იმაზე მეტი ვიდრე მომხმარებელმა.
ყავის სადისტრიბუციო კომპანიებს დანერგილი აქვთ არასწორი სწავლებისა და ახსნის პრაქტიკა, რომელიც თავად მათ თქვენთვის კარგად ნაცნობი გლობალური კომპანიებიდან აქვთ ნასწავლი. ეს მავნე პრაქტიკა წლების განმავლობაში იკიდებს ფეხს და საერთო ჯამში ძალიან ზღუდავს ზოგად ცნობიერებასა და სამომხმარებლო კუთხით არჩევანის გაკეთების ხარისხს.
ბარისტა არის ადამიანი, რომლის როლიც თითქმის იგივეა რაც სომელიესი ღვინის ბიზნესში და მას სჭირდება საფუძვლიანი და აკადემიური სწავლება.
ბარისტამ უნდა იცოდეს ყავის შესახებ თითქმის ყველაფერი და მომხმარებლის არჩევანის გასაადვილებლად სწორი და მარტივი ახსნაც უნდა შეეძლოს.
ბარისტამ ზედმიწევნით კარგად უნდა იცოდეს იმ ყავის არომატები და სასმელის მომზადების ხერხები რომელსაც იგი სთავაზობს მომხმარებელლს.
ბარისტამ უნდა იცოდეს,რომ მარტო გრამი და წამი არ არის ყავის სასმელის გემოსა და არომატის განმსაზღვრელი !!!
უმთავრესია მომზადების ტექნიკისა და პროდუქტის ცოდნა სახელებით !!!!