Warning: preg_match(): Compilation failed: nothing to repeat at offset 1 in /home/vicevers/public_html/wp-includes/class-wp.php on line 234

Warning: preg_match(): Compilation failed: nothing to repeat at offset 1 in /home/vicevers/public_html/wp-includes/class-wp.php on line 235

როგორ შევარჩიოთ ყავის საფქვავი აპარატი – Viceversa
 
Blog

როგორ შევარჩიოთ ყავის საფქვავი აპარატი

როგორც წესი, ყავის მფქველის შერჩევაზე ფიქრობენ ზერელედ, მეორე ხარისხოვნად, რაც მომავალში ყავის მომზადებისას გამოიხატება უვარგისი ყავის დაგემოვნებაში და გაკვირვებაში თუ რატომ მოხდა ასე.

თქვენი არჩევანი უნდა იყოს გააზრებული, ზუსტად განისაზღვროს დავალება და არჩევანი შეჩერდეს ყავის საფქვავზე მოხმარების სიტუაციიდან გამომდინარე – რა უნდა დაფქვას მანქანამ და რისთვის.

ურიგო არ იქნება თუ ყიდვისას გასინჯავთ საფქვავს, დაფქვით ისეთი როგორიც გინდათ და შეხედეთ შედეგს.

გახსოვდეთ ერთი და იგივე ყავის მარცვალი სხვადასხვა დამფქველზე იძლევა საგრძნობ განსხვავებას

მფქველის ფასი რა თქმა უნდა მთავარია და პრინციპში გამომდინარეობს აპარატის ხარისხიდან.

ყავის პროფესიონალური მფქველები საკმაოდ ძვირია მაგრამ კომერციულად გამართლებული, რადგან დიდი წარმადობა ხელს გიწყობთ დაფქვათ მეტი ერთი და იგივე დროში უფრო იაფ საფქვავთან შედარებით, თანაც ისე რომ ამ დროს ხარისხი არ გააფუჭოს.

მოთხოვნები საფქვავებისადმი ბარებში:

საჭიროა გამოთვალოთ რა მოხმარება გაქვთ პიკის საათის დროს. თუ თქვენ ამზადებთ 2კგ-ს დღეში და აქედან პიკის საათისას ერთი საათის განმავლობაში 1.5 კგს ყიდით, მაშინ თქვენი აპარატის წარმადობა უნდა იყოს 1.5 კგ საათში.

თუ ყავის კაფე გაქვთ მაშინ საჭიროა მიაქციოთ ყურადრება თუ რამდენის დაფქვა შეუძლია წამში, რათა დროულად და ხარისხიანად დაფქვათ ყავა და სტუმარს დიდხანს არ ალოდინოთ.

შეეცადეთ დაფქვილი ყავა არ შეინახოთ რადგან 15-20 წუთში ის კარგავს თავისი თვისებების 60%-ს, ამიტომ ბუნკერიანი ყავის აპარატი მხოლოდ დიდი წარმადობის ბარებისათვის არის მისაღები.
ჯობია პირდაპირ დაფქვა.

ყურადღება მიაქციეთ დოზირების სიზუსტეს, გააკეთეთ მინიმუმ 20-30 პორცია და აწონეთ სათითაოდ, რაც ზუსტია და რაოდენობრივად მეტია დამთხვევა დოზირების წონაში მით უკეთესი, დაახლოებით 70%-75% ანუ თუ ფქვავთ 20 პორციას წონითი დამთხვევა უნდა გქონდეთ მინიმუმ 14-15 ჯერ. უკეთესი ტესტის შედეგი გექნებათ თუ მიღებული გრამებიდან გააკეთებთ ესპრესოს და შეხედავთ 25 წამში თუ რამდენ მილილიტრ ექსტრაციას გაძლევთ გრამი.

თუ აირჩევთ ბუნკერიან ყავის საფქვავს მაშინ გახსოვდეთ ის რომ დაფქვილი ყავის რაოდენობა უნდა ფარავდეს ბუნკერში არსებულ გამანაწილებელ ფრთებს.

ტესტირებისათვის აარჩიეთ მაღალი ზეთოვნების მქონე ყავა რათა შეხედოთ დაფქვის ხარისხს. თუ ესპრესოსათვის განკუთვნილი დოზირების შედეგად მიღებული შაქრისებრი ფრაქციის ფხვნილი ერთმანეთს ეწებება ესეიგი გვაქვს დიდი სხვაობა ფრაქციებს შორის და ასეთი მანქანა არ აირჩიოთ.

ტესტირების დროს ასევე ურიგო არ იქნება თუ შეამოწმებთ თუ რა ხდება როდესაც ცვლით დოზირების სიზუსტეს, დოლაბის ღრეჩოში არ უნდა რჩებოდეს ბევრი ყავა, არა უმეტეს 7 გრამისა. აღნიშნული საჭიროა იმისათვის რომ თავიდან აიცილოთ ის ზარალი რაც გამოწვეულია გადაყრილი ყავის რაოდენობით. ან უნდა იქონიოთ რამოდენიმე ყავის მფქველი რათა არ ცვალოთ დოზის სიდიდე სხვადასხვა ყავის მომზადებისას.

გასინჯეთ ადვილად იწმინდება თუ არა დოლაბის ქვები, რადგან ყოველდღიური გაწმენდისას არ წააწყდეთ პრობლემებს.

ესპრესოს დოზირების სიზუტე – უმეტეს შემთხვევაში იგი სწორდება წამით და რაც ნაკლები ბიჯია მით უკეთესი

პორციების მთვლელი – იგი საჭიროა იმისათვის რომ კომერციულმა დაწესებულებამ ადვილად თვალოს რაოდენობა და ასევე იმისათვის რომ დადგინდეს როდის არის აუცილებელი სერვისი ან სულაც დოლაბის გამოცვლა.

ქულერის არსებობა – ინტენსიური მუშაობის დროს.

ჰოლდერის დგარის არსებობა – ესპრესოს შემთხვევაში.

ძრავის მცველი – რათა თავიდან აიცილოთ მისი გადახურება.

მოთხოვნები საწარმო ან მაღაზიის ყავის მფქველებისადმი:

გამომდინარე საქართველოს რეალობიდან აუცილებელია, რომ ასეთ საფქვავს შეეძლოს პუდრის მაგვარი ფრაქციის 100 მიკრონის გაკეთება თურქული ყავის მოსამზადებლად. შედარებისათვის გეტყვით რომ ფრენჩ-პრესისათვის საჭიროა ყავის მარცვალი დავყოთ 100-300 ნაწილად, ხოლო თურქულისათვის საჭიროა 15000-35000 ნაწილად დაყოფა.

ხანგრძლივი მუშაობის პირობებში საჭიროა, რომ დამფქველი მუშაობდეს სწრაფად, მომხმარებელი არ დაგელოდებათ 200-300 გრამი ყავის დამზადებისას 10-15 წუთი.

ყურადღება მიაქციეთ დოლაბის ზომას, ის არ უნდა იყოს მცირე ზომის რადგან მალე ხურდება და 250 გრამის შემდეგ საჭიროებს დასვენებას.

შეეკითხეთ მომწოდებელს თუ რა რაოდენობას ფქვავს დოლაბი შესვენების გარეშე და შესვენება რამდენ ხნიანია, უმეტეს შემთხვევაში ნებისმიერ ყავის მფქველს მონაცემები გააჩნია არა თურქულისათვის არამედ ესპრესოსათვის, რაც საკმაო განსხვავებაა რეალური მუშაობის პერიოდში.

ვთქვათ თქვენ იყიდეთ მფქველი რომელსაც შეუძლია დაფქვას 500 გრამი ყავის მარცვალი ან მუშაობდეს შეუჩერებლივ 20 წუთი რომლის შემდეგაც ის ისვენებს 40 წუთი რათა დოლაბი გაცივდეს ( წინააღმდეგ შემთხვევაში მიიწვავს ყავის პუდრას ) ე.ი საორიენტაციო წარმადობა გახლავთ 10 კგ საათში. სწორედ ასეთი მაჩვენებლების გათვალისწინებით უნდა აარჩიოთ საფქვავი.

თეორიულად ასეთი საფქვავი ფქვავს მეტს მაგრამ საშიშროებაა რომ გადახურდეს და ყავა გამოგივიდეთ უგემური, მწარე, ნახშირის არომატით.

ხარისხიანი ყავის მანქანები მუშაობს ათობით წელი მაგრამ ეს რესურსი მცირდება თუ არ დაიცავთ ქარხნის მოთხოვნებს.

– დაფქვილი ყავის ზომის მარტივი ცვლილება – ეს ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელია რადგან მაღაზიაში შეიძლება მოვიდეს ბევრი ადამიანი და ყველას უნდოდეს სხვადასხვა ზომის დაფქვა

– ყავის აპარატს უნდა გააჩნდეს დაბალი ხმა

– დიზაინიც გადამწყვეტია რადგან უმეტეს შემთხვევაში ის წარმოადგენს მაღაზიის დიზაინის ნაწილს

– შეარჩიეთ შესაბამისი სიძლიერის მანქანა რათა არ გადახურდეს

– მანქანას უნდა გააჩნდეს სხვადასხვა ზომის პაკეტების მიმაგრების საშუალება

– შეარჩიეთ ბუნკერის ზომა მოთხოვნების მიხედვით 1.5 კგ დან ზევით

– რაც მძიმეა მანქანა მით სტაბილურია.

ყავის საფქვავის მოვლა:

მოვლა განსაზღვრავს დაფქვილი ყავის ხარისხს და სიცოცხლისუნარიანობას. აუცილებელია ყოველდღიურად ვასუფთავოდ აპარატი – ან დაშლით ანდა სპეციალური საწმენდი აბების გამოყენებით.
ყურადღება მიაქციეთ დოლაბის ცვეთას, თუ მან გადაუხვია საწყის ეტაპზე მიღებულ ყავის დაფქვის მონაცემებს ანუ ფრაქციულობას მაშინ ის მალევე უნდა გამოცვალოთ.