fbpx
 

Viceversa – Coffee Academy

ჩვენ შესახებ

თბილისში ძალიან რთულია იპოვო ადგილი, სადაც გემრიელი ყავის დალევას შეძლებ. სამწუხაროდ ბარისტების უმრავლესობას მხოლოდ ზედაპირული ცოდნა აქვთ და იშვიათად თუ იცავენ ყავის მომზადების კლასიკურ სტანდარტს.

სწორედ ამ რეალობის შეცვლაა ვიჩევერსას ყავის აკადემიის შექმნის მთავარი მოტივაცია.

ბრენდის ლოგოზე გამოსახულია ქართული დამწერლობის შემქმნელი მეფე ფარნავაზი. რაც შეეხება სახელს – “ვიჩევერსა” ლათინური წარმომავლობის სიტყვაა და პირდაპირ თარგმანში ნიშნავს “პირიქით”-ს ან “საწინააღმდეგოდ”-ს. ვიჩევერსა, როგორც ახალი ბრენდი და ახალი სიტყვა ქართულ ბაზარზე, მიზნად ისახავს შეცვალოს არსებული წარმოდგენები ყავის შესახებ და დანერგოს იტალიურ კლასიკურ ცოდნაზე დაფუძნებული ყავის სმის და მომზადების კულტურა.

როგორ გაჩნდა იდეა

“ყველაფერი დაიწყო რამდენიმე წლის წინ, როდესაც იტალიის ერთ-ერთ სპეციალურ ესპრესსოს ბარში გავსინჯე ესპრესსო. ეს იყო რაღაც განსაკუთრებული. განსხვავებული იმისგან, რასაც მიჩვეული ვიყავი თბილისის ყველაზე კარგ ბარებში მომზადებულ ყავისგანაც კი. პირველი ნაბიჯი იყო გამოფენების ნახვა და ბაზრის შესწავლა, შემდეგ კი სწავლა, სწავლა და სწავლა.”

დავით წერეთელი – დამფუძნებელი, barista skills and latte art green graduate – Trismoka & Elektra coffee school

ჩვენი მისია

იმისათვის რომ საქართველოში ყავის მოხმარების კულტურა განვითარდეს ჩვენი მთავარი ინსტრუმენტი განათლებაა. ერთი მხრივ, ეს ნიშნავს მეტი ინფორმაციის მიწოდებას ყავის მოყვარულთათვის, რათა მათ გაცნობიერებული და საკუთარი ინტერესის შესაფერისი არჩევანი გააკეთონ ყავის სასმელებს შორის; და მეორე მხრივ – რაც მთავარია, ბარისტას პროფესიული მომზადება და უნარ-ჩვევების გამომუშავება.

ყავის აკადემია

ბახტრიონის 11ბ – ეს არის ვიჩევერსას ყავის აკადემიის მისამართი, სადაც ყოველდღიურად ვმუშაობთ ბარისტებთან ერთად კლასიკური იტალიური ცოდნის გასამყარებლად და ყავის მომზადების უმაღლესი სტანდარტის დასანერგად.

ვიჩევერსას კაფეში ყავის მოყვარულები დააგემოვნებენ 12 სახეობის უმაღლესი ხარისხის ყავას. დაინტერესებული კომპანიები და ბარისტები კი პრემიუმ კლასის ყავის მანქანის და მარცვლების შეძენასთან ერთად, შეძლებენ გაიარონ ჩვენი კურსები და გაირღმავონ აკადემიური ცოდნა:

ესპრესოს მომზადების საბაზისო ცოდნა (იტალიური სკოლა)

რძის ამოყვანის ტექნიკა სხვადასხვა ყავის სასმელისთვის

ლატე არტი - რძით ხატვის ხელოვნება

ყავის მანქანების ტექნიკური უზრუნველყოფა